ენტონი ბლინკენი: აშშ გრძელებს გეგმაზე მუშაობას, რომლის მიხედვითაც, იერუსალიმში ამერიკის საკონსულო უნდა გაიხსნას

ამერიკის სახლემწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს გეგმაზე მუშაობას, რომლის მიხედვითაც იერუსალიმში ამერიკის საკონსულო უნდა გაიხსნას.

ბლინკენი კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამერიკა-ისრაელის პარტნიორობის ფარგლებში ყველა პროცესი გრძელდება და ძლიერდება.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკა გააგრძელებს ახლო ურთიერთობებს პალესტინელებთან.