ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ჩანიშნულ სხდომაზე სომხეთის წარმომადგენლობამ აზერბაიჯანი სომხების მიმართ ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა.
სომხეთის ჰააგის სასამართლოს ძალადობისა და სიძულვილის ციკლის შეჩერებისკენ მოუწოდეს.
"თაობები არიან ინდოქტრინირებულნი შიშის კულტურითა და სიძულვილით ყველაფერი სომხურის შესახებ", - ამბობს იღიშე კირაკოსიანი, სომეხი იურისტი, რომელიც აზერბაიჯანს ადანაშაულებს სომხების მიმართ სიძულვილის ისეთი კულტურის დათესვაში, როდესაც მათი მკვლელობა ან წამება სისტემატურად ხდება.
სომხეთის მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ, მსგავსი სარჩელი სასამართლოში აზერბაიჯანულმა მხარემაც შეიტანა და სასამართლოსგან დამცავი მექანიზმების ამოქმედებაც მოითხოვა. სასამართლოს აზერბაიჯანის წარმომადგენლები დღის მეორე ნახევარში მიმართავენ.
ორივე სახელმწიფომ ერთმანეთის წინააღმმდეგ სარჩელი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეიტანეს.
აზერბაიჯანი სომხეთის ბრალდებებს უარყოფს. თუმცა, ეს განხილვა გასულ თვეში სომხური მხარის მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ დაინიშნა. სომხეთი აზერბაიჯანს "რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. ორივე ქვეყანა კონვენციის ხელმომწერია.
დღეს, გამართულ მოსმენაზე საქმის საფუძვლებზე არ უმსჯელიათ, თუმცა საუბარია იმაზე, რომ სომხური მხარე საქმის განხილვის დასრულებამდე სასამართლოს მხრიდან გადაუდებელი დახმარების ზომების მიღებას ითხოვს იმისთვის, რომ ძალადობა, რომელზეც ადვოკატები საუბრობენ, შეჩერდეს.