თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მშვიდობიანად დასრულდა.
აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი რეგიონებიდან ჩამოვიდა.
მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.
აქციაზე დამონტაჟებული სცენიდან მომიტინგეებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მათმა მხარდამჭრებმა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა მიმართეს.
რამდენიმე მომღერალი მუსიკალური ნომრითაც წარსდგა.
აქციის დასასრულს მომიტინგეებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიმართა და სიტყვის დასასრულს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა.