სომხეთის ომბუდსმენი: ყარაბაღში სროლის შედეგად ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა

სომხეთის სახალხო დამცველის არმან ტატოიანის განცხადებით, ყარაბაღში სროლის შედეგად ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.

არმენ ტატოიანის თქმით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მისი მტკიცებით, ცეცხლი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს. მისივე ინფორმაციით, სროლა ისმოდა მარტუნის რაიონში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ და ადგილზე უკანონო სომხური სამხედრო შენაერთები ისროდნენ.

"აზერბაიჯანის არმია მომხდარ ინციდენტთან კავშირში არ არის", - აცხადებენ უწყებაში.