პენიტენციური სამსახური: რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში გუშინდელი ხანძრისას ორი ადამიანი დაიღუპა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ორი ადამიანი.

ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გარდაცვლილები პატიმრები არიან.

N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 14:20 საათზე გაჩნდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.