ომბუდსმენი რუსთავის ციხეში ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს იკვლევს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების გარემოებები შესწავლა დაიწყო.

რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 14:20 საათზე გაჩნდა. ციხის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.