"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა", - ამის შესახებ სპეციალური პენტიტენციური სამსახურის პრესრელიზშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.
"ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია ,,ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება ,ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მოხდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში", - აცხადებენ უწყებაში.
რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი 14 ოქტომმბერს დაახლოებით 14:00-ზე გაჩნდა. ხანძარმა ორი პატიმარი იმსხვერპლა. მომხდარის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა და ომბუდსმენმა გამოძიება დაიწყეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.