ბოლო 24 საათში, მხოლოდ 3 843 ადამიანი აიცრა

14 ოქტომბერს საქართველოში მხოლოდ 3 843 ადამიანი აიცრა.

15 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 899 938 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 1 007 399 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.5 %.

სრულად ვაქცინირებულია 892 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.2%

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 874 845 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.2%. სრულად ვაქცინირებულია 874 060 - მოზრდილი მოსახლეობის 30.6%.

13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ახალი 3 270 შემთხვევა გამოვლინდა. 26 ინფიცირებული გაირდაიცვალა, 1 298 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 34 394 პაციენტია. საავადმყოფოში 5 153 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 1 154 ინფიცირებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პაციენტი,

907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 28 334 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს.