შს მინისტრის მოადგილე: თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესები დაარღვია, დაჯარიმდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოდგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შესაძლოა, გიგი უგულავა დაჯარიმდეს.

"რაც შეეხება გიგი უგულავას, თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება ამისთვის,"- განაცხადა დარახველიძემ.

გიგი უგულავას 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ მას ამის ნება ექიმებმა დართეს.