პოლონეთის სეიმის წევრი: ევროპის საბჭოს კომისარს და ევროკავშირის წარმომადგენელს მივმართეთ, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სააკაშვილის გასათავისუფლებლად

პოლონეთის სეიმის წევრის, მალგოჟატა გოშიევსკა პარლამენტის წევრების შეხვედრაზე წერს, რომელიც პოლონეთში დღეს გაიმართა და რომლის დროსაც მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, ჩემი ინიციატივით შედგა პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც აპელაციით მივმართეთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი“, - წერს პოლონეთის პარლამენტის წევრი Facebook-ზე.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, დაახლოებით ორი კვირაა, შიმშილობს.