პორტუგალიაში აშენდა მზის ელექსტროსადგური, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესია

პორტუგალიის უკიდურეს სამხრეთით მდებარე, ალგარვის რეგიონში, ალკოუტიმის მუნიციპალიტეტში აშენდა მზის ელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უდიდესია და ასევე, ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში.

პროექტი WElink Energy/Solara4-ის და China Triumph International Engineering Company-ის (CTIEC) მიერ განხორციელდა.

დეველოპერების თქმით, 219 მგვტ-იანი ელექტროსადგური გამოირჩევა დიდი მწვანე ფართობებით და მწვანე დერეფნებით, რომელიც ელექტროენერგიით 200,000 სახლს უზრუნველყოფს. ამასთან, ნახშირბადის გამონაბოლქვი წელიწადში 326,000 ტონით შემცირდება.

გარემოს დაცვის მინისტრ ჟოაო პედრო მატოს ფერნანდესის თქმით, რომ პორტუგალია ერთ -ერთი ქვეყანაა, რომელსაც ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი საფასური აქვს მსოფლიოში და ამიტომაც არის უკეთ მომზადებული იმ ენერგეტიკული კრიზისის წინაშე, რომელიც ამჟამად გავლენას ახდენს ევროპაზე.

პროექტში $196.6 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა.