საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა ნაკრები ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. ქართველმა მსჯავრდებულმა მოჭადრაკეებმა რუსეთის გუნდი დაამარცხეს.
საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის პირველ მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დიდი წარმატებით იასპარეზა.
დასკვნით ასპარეზობაზე, 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდადი და ტობაგო.
ორ წრედ გამართული ფინალური შეჯიბრი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. შეჯიბრება ონლაინრეჟიმში გაიმართა.