საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისივე ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო.
„ხაზი გაესვა ორ ქვყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ამ კუთხით ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.