ბრიტანელი დეპუტატი, ქალაქ ლეი-ონ-სის ეკლესიაში, ესექსის საგრაფოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დაჭრეს. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის წევრი, 69 წლის დევიდ ემესსი ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.
დანაშაულის მოტოვი ჯერ უცნობია. პარლამენტის წევრის კოლეგების თქმით, დევიდ ემესსი რეგულარულად მართავდა შეხვედრებს თავის ამომრჩევლებთან. დევიდ ემესსი პირველად 1983 წელს აირჩიეს პარლამენტში. 2015 წელს მას დედოფალმა ელისაბედმა რაინდის ჯილდო გადასცა.