ბრიტანეთის პარლამენტის წევრის 69 წლის დევიდ ემესსის მკვლელობას პოლიცია ტერაქტად განიხილავს. ამის შესახებ BBC წერს. ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ არსებობს პოტენციური კავშირი ისლამისტურ ექსტრემიზმთან. 25 წლის ბრიტანელი კაცი მკვლელობის ადგილზე დააკავეს.
ბრიტანელი დეპუტატი, ქალაქ ლეი-ონ-სის ეკლესიაში, ესექსის საგრაფოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დაჭრეს. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის წევრი, 69 წლის დევიდ ემესსი ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
პარლამენტის წევრის კოლეგების თქმით, დევიდ ემესსი რეგულარულად მართავდა შეხვედრებს თავის ამომრჩევლებთან. დევიდ ემესსი პირველად 1983 წელს აირჩიეს პარლამენტში. 2015 წელს მას დედოფალმა ელისაბედმა რაინდის ჯილდო გადასცა.