გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში აშშ-ის დაბრუნებას მხარი დაუჭირა. საბჭო ამერიკამ პრეზიდნეტ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, 2018 წელს დატოვა, ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა და რეფორმის ნაკლებობაზე მიუთითებდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იანვარში დაიკავა თანამდებობა და პირობა დადო, რომ ადამიანის უფლებები იქნება მისი საგარეო პოლიტიკის ცენტრში.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2006 წელს, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს იყო. შეიქმნა.