მედიის ინფორმაციით, ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სასტურმო „რუმსში“ ხვდებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
„ეს იყო დახურული შეხვედრა. მე ვერ ვასაჯაროებ ინფორმაციას, თუ ვის შევხვდით და ბუნებრივია, ვერც იმას, თუ რაზე ვისაუბრეთ კონკრეტულად. ამ დახურულ შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი გავაცანით, რაც დღის წესრიგში დგას ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ეს ეხება მეორე ტურს, წინასაარჩევნო გარემოს, ვისაუბრეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
„ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის ქომაგებს შევხვდით, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს და, რა თქმა უნდა, ყველა აქტუალურ საკითხზე ვისაუბრეთ დეტალურად, დაწვრილებით. ძირითადად, საკითხი ეხებოდა 30 ოქტომბრის არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და სხვა დანარჩენ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში აქტუალურია. მინდა, გულწრფელად გითხრათ ერთი რამ, რომ ელჩები არიან ძალიან ინფორმირებული, დეტალურად ინფორმირებული, არა ნაკლებ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
შემდეგი შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ წევრებთან მიმდინარეობს.