თეა წულუკიანი: აბსურდის პროცედურაა, როდესაც სააკაშვილი სტრასბურგში ჩივის, რადგან  სტრასბურგის სასამართლომ გირგვილიანი საქმეზე თქვა, რომ ის ანტიკონვენციურად მოიქცა

აბსურდის პროცედურაა, როდესაც სააკაშვილი ახლა სტრასბურგში ჩივის, რადგან სტრასბურგის სასამართლოს ეუბნება, გვირგვილიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები რომ შევიწყალე, მე ვიყავი მართალი და არა თქვენო, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი მოიქცა ანტიკონვენციურად, როდესაც გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა.

„როდესაც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ესა თუ ის საქმე წარმოებაში მიიღო, ამაში გულისხმობს მოპასუხისთვის, ანუ საქართველოს მთავრობისთვის გარკვეული კითხვარის გამოგზავნას და საქართველოს მთავრობა ამ დროს, ამზადებს ხოლმე შესაგებელს. ეს არის ჩვეულებრივი შეჯიბრებითობის პრინციპი და ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილმა ამ საქმეებზე გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ იგივე გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგში უჩივის, თავად სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი მოიქცა ანტიკონვენციურად, როდესაც გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა. შესაბამისად, აბსურდის პროცედურაა, როდესაც სააკაშვილი ახლა სტრასბურგში ჩივის, რადგან სტრასბურგის სასამართლოს ეუბნება, ის მსჯავრდებულები რომ შევიწყალე, მე ვიყავი მართალი და არა თქვენო. ეს მისი უფლებაა, კონსტიტუციური და კონვენციური, რომ იჩივლოს, მაგრამ მე არ მაქვს არავითარი მოლოდინი, რომ მისი ეს ჩივილი წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

.