ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა, 28 გარდაცვლილი და 1 193 მძიმე პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 123 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, 28 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 359, საიდანაც 5 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 193. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 266 ინფიცირებული.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 662 334-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%, ბოლო 14 დღის - 8.31% ხოლო 7 დღის - 8.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 612 481.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 468 ინფიცირებული ემსხვერპლა.

984 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 34 038 პაციენტი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 258 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 25 871 ადამიანი.