ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა

Deutsche Welle-ს ცნობით, ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა.

ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე იარაღი აგვისტოში გამოსცადა, თუმცა როგორც Deutsche Welle იტყობინება, აშშ-ის დაზვერვამ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზებგერითმა რაკეტამ დედამიწას გარშემო შემოუარა და სამიზნის გასანადგურებლად დაეშვა, თუმცა სამიზნეს ასცდა. ცდომილებამ 32 კილომეტრი შეადგინა.

ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი რაკეტა მიზანს ასცდა, ზებგერითი იარაღის წარმოების კუთხით, ჩინეთი აშშ-ზე წინ წავიდა

მედიის ცნობით, ჩინეთის მთავრობას ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ არ განუცხადებია , როგორც საერთაშორისო ნორმებით მიღებულია, რამაც ამერიკელი ექსპერტების გაკვირვება გამოიწვია.