არქეოლოგებმა ისრაელში ბიზანტიური პერიოდის ღვინის უზარმაზარი მარანი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ისრაელში 1500 წლის წინანდელი ბიზანტიური პერიოდის ღვინის უზარმაზარი მარანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

არქეოლოგების ცნობით, ის ყველაზე დიდი ბიზანტიური მარანია მსოფლიოში, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ. გიგანტურ მარანში წელიწადში, დაახლოებით 2-3 მილიონი ლიტრი ღვინო იწარმოებოდა.

მარანი ღაზას სექტორის ტერიტორიაზე მდებარეობს.

არქეოლოგებმა ადგილზე საწნახელის დიდი კომპლექსები, ღვინის 4 დიდი საწყობი, თიხის ჭურჭლის საშრობი ღუმელი და ათიათასობით დოქის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.