თურქეთის პრეზიდენტი: აშშ-მა თურქეთს „F-35“-ის პროგრამაში ჩადებული ინვესტიციების ნაცვლად „F-16“ ტიპის ავიაგამანადგურებლები შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-მა თურქეთს „F-35“-ის პროგრამაში ჩადებული ინვესტიციების ნაცვლად „F-16“ ტიპის გამანადგურებლები შესთავაზა.

Reuters-ის ცნობით, როგორც ერდოღანი აცხადებს, თურქეთს კვლავ სურს, „F-35“-ის პროგრამაში მონაწილეობა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მიაჩნია რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული „F-16“-ების შეძენა ქვეყნის საჰაერო დაცვის პოტენციალს მნიშნელოვნად გააძლიერებს.

„F-35“-ის 100 ავიაგამანადგურებლის შესაძენად, თურქეთმა აშშ-ს 1,4 მილიარდ დოლარის ინვესტიცია გადაურიცხა, თუმცა აშშ-მ თურქეთი „F-35“-ის პროგრამიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც ოფიციალურმა ანკარამ რუსეთისგან „S-400“ ტიპის სარაკეტო სისტემები შეიძინა.

აშშ არაერთხელ დაემუქრა თურქეთს სანქციებით, თუ კვლავ შეისყიდიდა რუსული წარმოების იარაღს, თუმცა ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსული წარმოების სარაკეტო სისტემების შეძენას კვლავ გეგმავს.