პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ამჟამად ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის.
როგორც ექიმი განმარტავს, მიხეილ სააკაშვლი მორალურად კარგად გრძნობს თავს, თუმცა სიარული უჭირს და სისუსტე აქვს.
„შეიძლება, დაჭირდეს კონსილიუმის ადრე დანიშვნა, ვიდრე სამშაბათს. ვნახოთ, დღევანდელი დღე როგორ იქნება. მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. ბოლო კვლევებს გავეცანი, წინასთან შედარებით დიდი განსხვავება არ არის. აქვს სისუსტე, უფერულობა. ვთქვათ, ადამიანს გრიპი გადახდა, დაახლოებით ასეა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო, ვნახოთ. ძირითადად ვისაუბრეთ ჯანმრთელობაზე. მე ახლა წავალ სახლში, დავურეკავ ციხის მთავარ ექიმს. შემდეგ უნდა გადაწყვიტონ, რაკი ხვალ ვგეგმავ მონახულებას. ჩემი რჩევა და რეკომენდაცია არის, კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს. ექიმებმა უნდა თქვან, რა გავაკეთოთ შემდეგ", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
იუსტიციის მინისტრის მოთხოვნით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.