საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.
მისივე თქმით, შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, რა შეუძლიათ კიდევ მეტი გააკეთონ საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
„ძალიან, ძალიან მოხარული ვარ, რომ ხვალ თავდაცვის მდივანი ოსტინი ჩამოდის საქართველოში. ეს არის ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად უფრო მეტად, რათა გავაძლიეროთ სააქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობები", - განაცხადა კელი დეგნანმა.