საქართველოში კორონავირუსი 2479 ადამიანს დაუდასტურდა, 42 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2374.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 385 ტესტი, მათ შორის 15 522 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 863 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 664 813-ს.
17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის - 8.47% ხოლო 7 დღის - 9.07%.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 614 855-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 510 პირი ემსხვერპლა.
2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 474, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 132, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 220, კახეთი - 396, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 40 422, საიდანაც: 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 919, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 247, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 107, იმერეთში - 439. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 26, იმერეთში - 29. 970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 519 - თბილისში, 253 - აჭარაში. 33 890 სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 258 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 27 836 ადამიანი.