"კლინიკები დატვირთულია, თუმცა თბილისში დატვირთვა ყველაზე ნაკლებია, რადგან მისივე თქმით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, დედაქალაქში ჰოსპიტალიზაციის ციფრებიც შედარებით მცირეა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთული რჩება. გასული 24 საათის განმავლობაში 2 400-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 40-ზე მეტი გარდაცვალებაა. კლინიკები დატვირთულია. საყურადღებოა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი. დღეიდან უკვე დაიწყო ე.წ. ვაქცინაციის მარათონი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში აქტიურად ჩატარდეს ვაქცინაცია. 50 ლოკაციაა შერჩეული, რომ ვაქცინაციის მარათონი, რომელიც დღეიდან დაიწყო, მომდევნო დღეებში აქტიურად გაგრძელდეს თბილისიდან ჩასულ ბრიგადებთან ერთად“,- განაცხადა გაბუნიამ.