თამარ გაბუნია: სკოლებში ინფიცირების აქტიური გამოვლენა ხდება, თუმცა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებში ინფიცირების აქტიური გამოვლენა ხდება, თუმცა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებას საფრთხე არ დაემუქრება.

მისი თქმით, სასწავლო პროცესში პანდემიის აქტიური მართვის შედეგად შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის შენარჩუნება.

„სკოლებში ფიქსირდება ინფიცირების აქტიური გამოვლენა, რის გამოც საჭიროების შემთხვევაში, წერტილოვანი ღონისძიებები ტარდება. შეიძლება კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე. რამდენიმე სკოლა ასევე გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. თუმცა სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ვფიქრობ, აქტიური მართვის შედეგად შესაძლებელი იქნება ამის შენარჩუნება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.