დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდსაწინააღმდეგო აცრების 18 ოქტომბრის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ბოლო 24 საათში მხოლოდ 2265 ადამიანია აცრილი.
მათ შორის თბილისში 1567 აცრა, ინფიცირების - 869 შემთხვევა
ქვემო ქართლი - 69 აცრა, ინფიცირების - 128 შემთხვევა
კახეთი - 22 აცრა, ინფიცირების - 396 შემთხვევა
სამცხე ჯავახეთი - 17 აცრა, ინფიცირების - 40 შემთხვევა
აჭარა - 234 აცრა, ინფიცირების - 117 შემთხვევა
გურია - 33 აცრა, ინფიცირების - 50 შემთხვევა
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 97 აცრა, ინფიცირების - 220 შემთხვევა
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 6 აცრა, ინფიცირების - 18 შემთხვევა
იმერეთი -219 აცრა, ინფიცირების - 474 შემთხვევა
შიდა ქართლი -1 აცრა, ინფიცირების - 132 შემთხვევა
მცხეთა-მთიანეთი - 0 აცრა, ინფიცირების - 35 შემთხვევა
NCDC-ის ცნობით, 18 ოქტომბრის მონაცემებით 1 დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %. სრულად ვაქცინირებულია 902 660 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.6%. 17 ოქტომბერს აიცრა 2 260 ადამიანი.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40422-ია. მათ შორის 1247 მძიმე პაციენტია.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 9510 აღწევს, ბოლო 24 საათში კი დაავადებას 42 ადამიანი ემსხვერპლა.
16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843.
13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.