აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, კოლინ პაუელი, დღეს, დილით, Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით 84 წლის გარდაიცვალა.

განცხადება პაუელის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა Facebook-ზე გაავრცელა.

"გენერალი კოლინ პაუელი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, დღეს დილით Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ის სრულად იყო აცრილი. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ უოლტერ რიდის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გუნდს ზრუნვისთვის. ჩვენ დავკარგეთ გამორჩეული და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი". – წერს პაუელის ოჯახი

კოლინ პაუელი იყო აფრიკული წარმოშობის პირველი ამერიკელი სახელმწიფო მდივანი (2001-2005) წლებში. ის იყო პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში (1987-1989) და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი (1989-1993)