საქართველოში კორონავირუსის 5739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 082 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 555 ტესტი, მათ შორის 42 546 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 009 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 670 552-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.15%, ბოლო 14 დღის - 8.64% ხოლო 7 დღის - 9.12%.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 616 937-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 546 პირი ემსხვერპლა.
5 739 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 1 151, ქვემო ქართლი - 353, შიდა ქართლი - 389, გურია - 140, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 912, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 60.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 043 საიდანაც:
5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 927, აჭარაში - 519, იმერეთში - 1 303. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 257 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 105, იმერეთში - 438. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 ადამიანი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 25, იმერეთში - 28.
1 020 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 538 - თბილისში, 283 - აჭარაში. 37 453 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 0.• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 18 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 259 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 935 ადამიანი.