აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა.
მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუანშერ ბურჭულაძესგუშინდელი შეხვედრებისთვის, სადაც უსაფრთხოების საერთო პრობლემატიკა განვიხილეთ და აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დადასტურება მოხდა-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
„ვაჯამებ ძალიან კარგ ვიზიტს თბილისში და გუშინდელი შეხვედრებისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომლებთანაც განვიხილეთ უსაფრთხოების საერთო პრობლემატიკა და მოხდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დადასტურება”,- წერს ლოიდ ოსტინი.