პარლამენტის თავმჯდომარე: ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებები, მალე ყველა კითხვას უპასუხებენ

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება რაღაც ეტაპზე მივა, დეპუტატებს ექნებათ საშუალება საკანონმდებლო ორგანოში კითხვები დაუსვან შესაბამის უწყების ხელმძღვანელებს.

აღნიშნული კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში შესაბამისი უწყების წარმომადგენლების დაბარება მოითხოვა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი არის „კრებსებზე“, თხრობითი ფორმით არის ტექსტი წარმოდგენილი. თვითონ ახსენით ხომ?! სხვა სახელმწიფო შეიძლება გვისმენდესო, თუ ვინ შეიძლება გვისმენდეს. კანონიერად შეიძლება გვისმენდეს თუ უკანონოდ, ჩვენ აქ ვერ დავადგენთ ამას. სულ მცირე რაღაც ეტაპზე თუ მაინც არ მივიდა გამოძიება, რომლის საფუძველზეც ყველა კითხვას, რაც გვექნება, გაეცემა პასუხი აქ. გარანტიას გაძლევთ, ამის საშუალება გვექნება მალე, რომ ყველა კითხვა, რაც გაგაჩნიათ დაისვას და შესაბამისმა უწყებებმა გაგცეთ პასუხი“, – განაცხადა კუჭავამ მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ.