აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი მზადაა, კამერების წინ აიცრას

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამერიკის სამი ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას, ჯორჯ ბუშისა და ბილ კლინტონის მსგავსად, მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კამერების წინ გაიკეთოს.

ფაუჩის თქმით, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ამერიკელის წახალისება, რომ მათ ჩაიტარონ ვაქცინაცია, რაც საუკეთესო გზაა პანდემიიდან გამოსასვლელად.

რაც შეეხება კითხვაზე, თუ როდის მოვა მისი რიგი რომ აიცრას, ფაუჩიმ უპასუხა, რაც შეიძლება მალე და საკუთარ ასაკს გაუსვა ხაზი. "საკმაოდ ბებერი ვარ“, - იხუმრა 79 წლის ფაუჩიმ.

ცნობისთვის, ამერიკაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, კორონავირუსის ვაქცინაციის პირველ ეტაპზე მოწყვლადი ჯგუფები აიცრებიან, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და მოხუცები.

აღსანიშნავია, რომ Gallup-ის გამოკითხვების შედეგად, რომელიც ნოემბერში ჩატარდა, ამერიკელების 42% აცხადებს, რომ მათ არ სურთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება. ამერიკის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება.