ტოივო კლაარი: ევროკავშირი მზად არის, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებაში

ევროკავშირი მზად არის, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებაში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ოფიციალურ ბაქოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ევროპული გაერთიანების საიმედო პარტნიორია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის მზადყოფნას რეგიონში ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში.

კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა