შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვისდეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსიდაუდასტურდა.
ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა. მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი.
ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.