ვაშინგტონში რუსი ოლიგარქის, პუტინის მოკავშირე ოლეგ დერიპასკას სახლი გაჩხრიკეს

ტელეკომპანია NBC-მ დღეს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის და ალუმინის მაგნატის, ოლეგ დერიპასკას ვაშინგტონის სახლთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების სიმრავლე დააფიქსირა. ადგილზე, 30-ე ქუჩის ერთ-ერთ სახლში სასამართლოს მიერ ავტორიზებული კანონის შესაბამისი აქტივობა მიმდინარეობდა, თუმცა არ დააზუსტა, ჩხრეკა დერიპასკას სახლში იყო, თუ არა.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, მოსკოვში დერიპასკას წარმომადგენელს კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია. "როიტერის" მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს მისი სახლი, რომლის შესასვლელიც პოლიციის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

53 წლის დერიპასკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირე რუსი მილიარდერია, რომელიც ვაშინგტონს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. ის სანქციებში 2018 წელს მოჰყვა, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობის შემდეგ. დერიპასკამ სანქციები სასამართლოში გააპროტესტა, თუმცა - უშედეგოდ.

2018 წელს ფედერალებმა რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას ქონება გაყინეს. აშშ-ში, მათ შორის მისი 42.5$ მლნ-ად შეფასებული სასახლე ნიუ-იორკში. მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან პოლ მანაფორტთან დაახლოებული პირი იყო, რომელიც გადასახადებისათვის თავის არიდებასა და თანხის დამალვაში დამნაშავედ ცნეს აშშ-ში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დერიპასკა, რომელმაც ძირითადად ალუმინის ბიზნესით დააგროვა ქონება, ახლოსაა ვლადიმირ პუტინთან და შესაძლოა გარეული იყოს მკვლელობის, ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და რეკეტის საქმეებში.