NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის შედეგებს აფასებს

"საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ვეცადეთ, მოგვეძებნა გზები NATO-საქართველოს პარტნიორობის გასაძლიერებლად", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტის შე

ხავიერ კოლომინამ თბილისში მთავრობის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

"ახლახან დავასრულე ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან ერთად ჩავედი "ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან". მქონდა შესანიშნავი შეხვედრა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე - ოპოზიციიდან. შევხვდი ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია", - წერს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, NATO-სთვის საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

"მე მსურდა გამემართა შეხვედრები ამ მნიშვნელოვანი პარტნიორის უმაღლეს წარმომადგნელებთან. მოგეხსენებათ, საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ის პარტნიორია, რომელიც უკვე სარგებლობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით.

ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან. ამ კუთხით, მე ბატონ ზალკალიანსაც განვუცხადე და მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი მადლიერება იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყნამ ბოლო წლების მანძილზე შეიტანა ავღანეთში, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ.

ასევე აღსანიშნავია საქართველოს როლი ბოლო კვირების მანძილზე ავღანეთიდან განხორციელებულ ევაკუაციის პროცესში. ნება მომეცით ხაზი გავუსვა NATO-ს როლს, როგორც 2008 წელს, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების, ისე საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში", - განაცხადა NATO-ს გენმდივნის წარმომადგენელმა მედიასთან.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და რეფორმების ბოლომდე მიყვანის მნიშვნელობას სწრაფი დასავლური ინტეგრაციისთვის.

განიხილეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს როლი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი თინათინ ბოკუჩავა და NATO-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.