საპატრიარქოს უწყებანის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა.
მათივე ცნობით, სასულიერო პირი დღეს, ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში დაასაფლავეს.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ვირუსს თბილისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მოძღვარი დავით მაჩიტაძე ემსხვერპლა.