ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა

აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გაუარესების ახალი ტალღა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია ბავშვებშიც. ბოლო ხანს კორონავირუსი დაუდასტურდა 250-ზე მეტ მოზარდს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 836 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 226 შემთხვევა დაადასტურა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 2020 წლის გაზაფხულიდან დღემდე 30 198 ინფიცირების და ოფიციალურად დადასტურებული და გარდაცვალების 434 შემთხვევა ფიქსირდება.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტესტზე მიმართვიანობა, როგორც აცრის მაჩვენებლი საკმაოდ დაბალია.