5 219 ახალი ინფიცირებული, 42 გარდაცვლილი და ინფიცირების 46 872 მიმდინარე აქტიური შემთხვევა

ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად, ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.11%-ია.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 872 საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 300 ინფიცირებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%, ბოლო 14 დღის - 8.79%, 7 დღის - 9.02%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 619 285-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 588 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 675 771-ს.

1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 40 190 პაციენტი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 19 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 261 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 777 ადამიანი.