ამირან გამყრელიძე: 46 000-მდე აქტიური შემთხვევაა და მათი უმრავლესობა არ არის მძიმე

"46 000-მდე აქტიური შემთხვევაა და მათი უმრავლესობა არ არის მძიმე, ამიტომ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა მძიმე არ არის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რადგან 5000 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მარტივი არ არის.

„ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა. ვფიქრობ, ეს განპირობებულია გარკვეული იმუნური ფენის გაჩენით. მილიონი ადამიანი აცრილია და ბოლო კვლევებით 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია, ამიტომ ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას. გასულ სამშაბათს გვქონდა 4800 შემთხვევა და, ზრდა გვაქვს, მაგრამ მცირე და სწორხაზოვანი. ვაკვირდებით სიტუაციას და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი“, - გნაცხადა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.