19 ოქტომბერს 5 543 ადამიანი აიცრა

19 ოქტომბერს 5 543 ადამიანი აიცრა.

20 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 926 893 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 015 699 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %. სრულად ვაქცინირებულია 910 782 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.9%.

18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი. 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი 2265 დაფიქსირდა.

16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843.

13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.

ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 კოვიდინფიცირებული.