უელსში სპეციალურ ID ბარათებს მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ

უელსის მოქალაქეები სპეციალურ ID ბარათს მიიღებენ მას შემდეგ, რაც კორონავირუსზე აიცრებიან, რათა დაადასტურონ, რომ მათ Covid-19-ს საწინააღმდეგო ინექცია მიიღეს. ამის შესახებ Independent-ი წერს.

,ეს დოკუმენტი მოსახლეობას შეახსენებს, რომ მეორე დოზის მისაღებად ვაქცინაციის პუნქტებში მივიდნენ.

უელსის მთავრობის ინფორმაციით, დოკუმენტში მითითებული იქნება ვაქცინაციის დრო, მფლობელის სახელი, ვაქცინის სახელი და პრეპარატის დოზის საიდინტიფიკაციო კოდი.

ვაქცინაციის „პასპორტს“ მოწინაღმდეგეებიც ჰყავს. ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერის, მაიკლ გოუვის თქმით, ის ასეთი დოკუმენტის შემოღებას არ გეგმავს.