საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კმ-ში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
„დღეს, თბილისის დროით 08:45 საათზე, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კმ_ში, მოხდა 4.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.