102 წლის ქალმა, რომელიც ესპანურ გრიპსა და კიბოს გადაურჩა, Covid-19 მეორედ დაამარცხა

102 წლის ნიუ-იორკელმა ქალმა ესპანური გრიპისა და კიბოს გარდა, კორონავირუსი ორჯერ დაამარცხა, ამის შესახებ Independent- ი იტყობინება.

ანჯელინა ფრიდმანი 1918 წელს დაიბადა, მაშინ როდესაც მსოფლიო ესპანურ გრიპს ებრძოდა. ის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს.

მისი შვილის თქმით, პირველადკორონავირუსი ქალმა მარტში გადაიტანა, თუმცა ვირუსმა უსიმპტომოდ ჩაიარა, ხოლო მეორეჯერ გამოჯანმრთელება Covid-19-სგან მისთვის უფრო რთული აღმოჩნდა.

102 წლის ქალის თქმით, „არასდროს უნდა დანებდე და მუდამ იბრძოლო“. ანჯელინა ფრიდმანი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან თავშესაფარში უკვე გადაიყვანეს.