შავი ზღვის თავზე „სუ-39“-ის ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი B-1B-ის ტიპის ორ ამერიკულ სტარტეგიულ ბომბდამშენს აედევნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"რუსულმა გამანადგურებელებმა თვალი მიადევნეს, რომ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს რუსეთის საზღვარი არ დაერღვიათ. ამერიკული ბომბდამშენების უკან მოტრიალების შემდეგ, რუსული თვითმფრინავები ბაზირების აეროდრომზე დაბრუნდნენ', - აღნიშნულია განცხაებში.
Reuters-ის ცნობით, შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტი რეგიონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფონზე მოხდა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართვეოსა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, რუმინეთში გაიმგზავრა. ვიზიტის მთავარი თმა კი შავი ზღვის აკვატორიის უსართხოებაა.