ჩინეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით არავინ დაღუპულა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 15 იმპორტულია.
ჩინეთის მთვარობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“ ის 86 601 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 634 ადამიანი.