„ვერ ფოტიგას ჭკუაზე ვივლით და ვერ ანა ფოტიგასი, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას, როდესაც ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა.
მისი თქმით, ეს ადამიანები მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ.
„ევროპარლამენტში 700 დეპუტატია. ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუაზე ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. საქართველოში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ რამდენიმე ევროპარლამენტარს სააკაშვილთან პირადი მეგობრობა აკავშირებს. რატომ ბედავენ ამდენს?! სააკაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. კაცი ქვეყანაში მალულად შემოვიდა - ამაზე უფრო მეტად სამარცხვინო რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო?! რა თქმა უნდა, ეს არის ღია, დეკლარირებული კანონდარღვევა. რა თქმა უნდა, ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენე ეს რამდენიმე ევროპარლამენტარს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე: