ჩრდილოეთ მაკედონიაში გერმანული კომპანია 415 მეგავატიან ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გერმანული განახლებადი ენერგიის კომპანია WPD-ი 500 მილიონი ევროს (580 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

პრემიერ -მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ დაგეგმილი 415 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტი არის ყველაზე დიდი გერმანული ინვესტიცია ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ მაკედონიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ყოფილი იუგოსლავიისგან, 1991 წელს.

ქარის ელექტროსადგური ელექტროენერგიას 290,000 ოჯახს მიაწვდის.

WPD-ი მსოფლიოს 28 ქვეყანაში მუშაობს.