ნიკა მელია დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება

ნიკა მელია დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს აღარ დაიკავებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატების წარდგენისას.

„თუ ორი ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობას დავიკავებ, გულახდილი არ ვიქნები ამომრჩეველთან. ვიდრე დედაქალაქის მერი ვიქნები, ორ თანამდებობას არ დავიკავებ“, - განაცხადა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ პარტიის, შესაბამისად, გუნდის წევრად რჩება.

„არ მგონია სწორი, იყო 1.5 მლნ-იანი ქალაქის მერი და დღის განმავლობაში ერთი მხრივ, მთავრობის სხდომას, დღის სხვა ნაწილში კი პარტიაში თათბირს ატარებდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.